5 წლის გოგონა ლონდონში ლიმონათის გაყიდვის გამო 150 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ინციდენტი მაილ ენდის რაიონში მოხდა, სადაც Lovebox-ის მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა.
„ჩემმა ქალიშვილმა სახლთან ლიმონათის გაყიდვა მოინდომა. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ხალხს გაეღიმა. რამდენიმე საათში ჩვენთან 4 პოლიციელი მოვიდა. მეგონა მაგიდის ალაგებას და სახლში წასვლას გვთხოვდნენ, მაგრამ მოულოდნელად კამერა ჩართეს და გრძელი დოკუმენტი წაგვიკითხეს იმაზე, რომ ვაჭრობის ლიცენზია არ გვქონდა. შემდეგ კი 150 გირვანქა სტერლინგით დაგვაჯარიმეს. ბავშვი ძალიან შეშინდა, მომეკრა და ატირდა. მეკითხებოდა, ცუდად მოვიქეციო?“-იხსენებს დაჯარიმებული გოგონას მამა ანდრე სპეისერი.
მომხდარის გამო ლონდონის პოლიციამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ჯარიმა გააუქმა.