თბილისში, გზების მშენებლობაზე მომუშავე 30 მუშამ შიმშილობა შეწყვიტა.
მოშიმშილეებს დღეს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პირადად შეხვდა და სახელფასო დავალიანების დაფარვას პირდად დაპირდა.
მუშები სამი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ. ისინი კომპანია "გაზმშენ 11"-ის წარმომადგენლები არიან. ქალაქის მერია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტიდან საგზაო მშენებლობისთვის კომპანიაში თანხები უკვე კარგა ხნის გადარიცხულია.
მერია იმის გარკვევასაც გეგმავს, რატომ დაუგროვდათ მუშებს სახელფასო დავალიანება.