თურქეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ფეთულა გიულენი აცხადებს, რომ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვრცელი ინტერვიუ მან რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ მისცა.
„დიდი საფრთხეა იმის, რომ ერდოღანმა არმია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციოს. შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს კონსტიტუციის შეცვლაში ვხედავ. ახალ კონსტიტუციაში ხელისუფლების დაყოფის პრინციპი უნდა აღვადგინოთ და მასში ყველა არსებული საფრთხე უნდა იყოს გათვალისწინებული,“-აღნიშნა გიულენმა.
გიულენი იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატები თურქეთში მის ექსტრადიციას არ დათანხმდება.