დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ახალი ინიციატივით გამოდის. ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმთ, უკრაინას სახელი უნდა გადაერქვას და „მალოროსია“ დაერქვას.
„უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, იმ სახით, რა სახითაც იყო, არსებობა უნდა შეწყვიტოს. მის ნაცვლად კი ახალი სახელმწიფო უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინის მემკვიდრე იქნება და მალორასია ერქმევა. მის შემადგენლობაში მხოლოდ ყირიმი არ შევა,“-აღნიშნა ზახარჩენკომ.