რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სტატუსის მინიჭების პირველი ეტაპი, რომელიც განხორციელდა ახალ ჩასახლებებში სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფების მიერ, დასრულებულია.
ახლა მიმდინარეობს სტატუსის მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია 10000 დოლარის ოდენობით და არ ცხოვრობენ აღნიშნულ ახალ დასახლებებში; აგრეთვე მათთვის, ვინც ცხოვრობს ახალ დასახლებაში, მაგრამ გარკვეული მიზეზით ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა.
სტატუსის მინიჭება გაგრძელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მისამართზე:
თბილისი, თამარაშვილის 15 ა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა.