ევროკავშირი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებისათვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.
პროექტს ევრაზიის ფონდი განახორციელებს. პროექტის განხორციელების მიზანია, გაიზარდოს მედიის, როგორც მაკონრტროლებელი სტრუქტურის როლი.
ევროკავშირის დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება. საქართველოში ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი შეიქმნება. ცენტრში იმუშავებენ იურისტები, რომლებიც ჟურნალისტთა უფლებებს დაუიცავენ, ასევე რეაგირებას მოახდენენ დარღვევებზე, რომელიც ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელისშეშლას ეხება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი განხორციელდება. კონკურსი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და განაცხადების მიღება 4 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.