კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული „პატარა ჯვაროსანი“გახდა. რეჟისორ ვაცლავ კადრნკას ფესტივალის მთავარი ჯილდო, ბროლის გლობუსი და ფულადი პრემია, 25 ათასი დოლარი გადაეცა. ბროლის გლობუსით დააჯილდოვეს ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ჯერემი რანერიც, ფილმ „ქარიან მდინარეში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას სულ 12 ფილმი იღებდა.