ჰამბურგში დაშავებული პოლიციელების რიცხვმა 70-ს გადააჭარბა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მასობრივ არეულობებში მონაწილეობას 12 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა. ისინი დიდი ოცეულის ორდღიან სამიტს აპროტესტებენ, რომელიც ჰამბურგში დღეს დაიწყება.