პარიზში დიორის სახლის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. გრანდიოზულ გამოფენას ცნობილი სახეები, მათ შორის, ნატალი პორტმანი, კარა დელავინი და ჯემა არტონიც დაესწრნენ. ღონისძიება, სახელწოდებით „კრისტიან დიორი - ოცნების დიზაინერი“ პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. სტუმრებს შორის საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონი და პარიზის მერი ანა იდალგოც იყვნენ. გამოფენა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და 2018 წლის 7 იანვრამდე გასტანს.