თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი "SOU 2017” ბოლო წარმოდგენისთვის ემზადება. ორთვიან მუსიკალურ მუსიკალურ თავგადასავალს იაპონელი კომპოზიტორის, კეიჩირო შიბუიას პირველი ვოკალოიდური ოპერა დაასრულებს.
«დასასრული» - ამ სახელწოდების ოპერა არტისტმა და კომპოზიტორმა, იაპონიის ერთერთი უდიდეს პოპ ვარსკვლავს, ჰუმანოიდ მომღერალს ჰაცუნე მიკუს მიუძღვნა.
ჰაცუნე მიკუ - 16 წლის, ვირტუალური ანიმეს პერსონაჟია, რომელმაც მთელს იაპონიაში Vocaloid კულტურის განვითარება შეძლო. ისსინთეზატორული აპლიკაციის, Vocaloid-ის დახმარებით მღერის. დღეს ჰაცუნე მიკუს 3D კონცერტების ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდება.
ოპერა «დასასრული» ორკესტრისა და ადამიანის ხმის გარეშე, მულტი 3D სურათებისა და ელექტრონული მუსიკის საშუალებით არის შექმნილი.
წარმოდგენის კოსტიუმებზე ლუივიტონის სახლმა, კერძოდ ცნობილმა იდზაინერმა მარკ ჯეიკობსმა იმუშავა.
ჰაცუნე მიკუ თავის მოგზაურობას ეგზისტენციალური კითხვით იწყებს, რომელსაც საკუთარ თავს უსვამს: „მეც მოვკვდები?“. საკუთარი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებით, ჰოლოგრამული გამოსახულება დარბაზში მყოფებს დაუჯერებელ აუდიო-ვიზუალურ შოუს სთავაზობს.
ვოკალოიდურ ოპერას თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენა პირველად დაეთმობა.
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი საქართველოში უკვე მეორე წელია ტარდება. ფესტივალის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში თბილისსა და რუსთავში ალვა ნოტოს, უილიამ ბასინკის, ლორენს ინგლიშის, რობერტ ჰენკეს, ანსამბლი მოდერნისა და სხვა, სულ 30 მდე ცნობილი არტისტის მუსიკალური საღამო გაიმართა, ჩექ ინ ჯორჯიას ფარგელბში – "SOU 2017” 15 მაისს გაიხსნა და 5 ივლისს დაიხურება.