პოპულარული რუსული ჯგუფის ivanushki International-ის სოლისტი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლეგ იაკოვლევი პნევმონიამ იმსხვერპლა. მომღერალი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ivanushki International-ში იაკოვლევი 1998-2013 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო.