ცნობილი ინგლისელი მწერალი მაიკლ ბონდი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის საწოლს იყო მიჯაჭვული. ბონდის კარიერა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას დათვის ბელ პადინგტონზე შექმნილმა მოთხრობებმა მოუტანა. 1997 წელს ბონდი საბავშვო მწერლობაში შეტანილი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.