56 წლის ასაკში ცნობილი შვედი მსახიობი მიკაელ ნუქვისტი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ადავმყოფობა გახდა. ნუქვისტი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული. შვედ მსახიობს მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ნუქვისტის კინოკარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას სტიგ ლარსონის ფილმ „გოგონა დრაკონის ტატუთიში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.