ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი 2017 წლის საუკეთესო საოპერო მომღერლის ტიტულისთვის იბრძვის.
ფრანგი კომპოზიტორის, სენ სანსის ოპერაში დალილას პარტიის სიმღერისთვის, ანიტა მსოფლიოში აღიარებული კლასიკური მუსიკის ვებ-გვერდმა საკუთარი დაჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში დაასახელა.
"ბაჰთრაქის" კონკურსში გამარჯვებისთვის ანიტამ ყველაზე მეტი ხმა უნდა მოიპოვოს. ქართველი მეცოსოპრანოს მხარდაჭერა ყველა მსურველს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლია საიტზე: https://bachtrack.com/bachtrack-opera-awards-2017-best-female-singer. ხმის მისაცემად საჭიროა ანიტას ფოტოსთან მდებარე ღილაკის "Vote for Anita Rachvelishvili" დაკლიკვა და შემდეგ, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილში, ხმის დასაფიქსირებლად აუცილებელი მონაცემის მითითება.