ზალიკო ხალხს ძალიან უყვარს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატად ზალიკო უდუმაშვილის დასახელების ცერემონიალს ესწრებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უდუმაშვილი ისეთივე წარმატებული მერი იქნება, როგორი წარმატებულიც ტელეწამყვანობისას იყო.
"ძალიან დიდი შანსები აქვს, ზალიკო ხალხს ძალიან უყვარს. იყო ბრწყინვალე წამყვანი "რუსთავი 2"-ში დარწმუნებული ვარ რომ ასეთივე განუმეორებელი მერი იქნება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.
ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.
ამასთანავე, ენმ-მ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდადტად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა მელია დაასახელა.