ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას სახალხო დამცველის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდნენ.
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს აგრძელებს.
"დღეს ჩემი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ჩხვირკიას, რომ მისგან გარკვეული ინფორმაცია მოესმინათ. ჯერჯერობით რაიმე განცხადების გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ამ საქმის მონიტორინგს ვაგრძელებთ, მათ შორის სასამართლო პროცესებზე განხილვის დროს. ეს გაგრძელდება და უახლოეს მომავალი პოზიციები ჩამოყალიბებული უფრო მეტად გვექნება. ამ ეტაპზე წინასწარი განცხადების გაკეთება არ მინდა. სახალხო დამცველი ამ საქმეს სწავლობს. მოგვიანებით ჩვენ შევაჯამებ ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს", - განაცხადა ომბუდსმენმა.