მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თავს დამნაშავედ არ ცნობს და საგადასახადო სამსახურის მიერ მოთხოვნილი თანხის, 14,5 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ესპანეთის გენერალური პროკურატურა პორტუგალიელ ფეხბურთებს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. სასამართლო მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული. რონალდომ ადვოკატები უკვე დაიქირავა.