ადამიანებმა მარსისა და მთვარის ათვისება უახლოესი 30-50 წლის განმავლობაში უნდა დაიწყონ. ამის შესახებ ცნობილმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა. მისივე თქმით, ასტეროიდები, კლიმატური კატაკლიზმები და გადაჭარბებული პოპულაცია კაცობრიობას განადგურებით ემუქრება, რაც მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომ, მარსისა და მთვარის კოლონიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.