შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის კონსულტაციები ჩაიშალა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კონსულტაციების ჩაშლის მიზეზად მოსკოვი ანტირუსულ სანქციებს ასახელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების გაფრთოებაზე მიღებული გადაწყვეტილება ვაშინგტონთან მოლაპარაკებისათვის სასურველ ფონს არ ქმნის.