ფრანგი სამხედროების მონაწილეობა ლიბიის 2011 წლის შეიარაღებულ კონფლიქტში შეცდომა იყო და საფრანგეთი სირიაში იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გამოცემა Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საფრანგეთს მონაწილეობა არ მიუღია ერაყის ომში და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სამაგიეროდ, შეცდომა დავუშვით მაშინ, როდესაც ლიბიის ომში ჩავერთეთ. რა შედეგი მოიტანა ამ ორმა ინტერვენციამ? სახელმწიფოების განადგურება, სადაც ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. მე არ მინდა, რომ სირიაშიც იგივე განმეორდეს,“-აღნიშნა მაკრონმა.