ლეგენდარული გერმანელი სპორტსმენი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი გაკოტრდა. სარჩელი მის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში კომერციულმა ბანკმა Arbuthnot Latham-მა შეიტანა. როგორც გაირკვა, ბეკერმა ბანკიდან სესხად სოლიდური თანხა აიღო და დათქმულ ვადაში, 2015 წლის ოქტომბრამდე ვერ დააბრუნა. დაცვის მხარე საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 49 წლის ბეკერი ამჟამად მწვრთნელად და სპორტულ კომენტატორად მუშაობს.