გერმანული სამხედრო კონტინგენტი ინჯირლიკის ბაზას დატოვებს. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით ბუნდესტაგმა მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზი თურქეთის ხელისუფლების მიერ გერმანელი პარლამენტარებისთვის ბაზაზე შესვლის აკრძალვა გახდა. გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები თურქეთიდან იორდანიაში გადაინაცვლებენ. მათი პერედისლოკაცია სავარაუდოდ 3 თვეში დასრულდება.