მოსკოვი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციების ახალ პაკეტს ადეკვატური ზომებით უპასუხებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხზე ექსპერტები უკვე მუსაობენ. რუსეთს სანქციები აშშ სენატმა გასულ კვირას გაუმკაცრა, გუშინ კი იმ 19 ფიზიკური პირისა და ამდენივე კომპანიის სია გამოქვეყნდა, რომელიც ე.წ. შავ სიაში დამატებით შეიყვანეს.