ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში პოლიციის მიერ მამაკაცის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა, თუმცა ტერორისტის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაასახელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტი სავარაუდოდ 36 წლის მაროკოელია. დღეს დილით პოლიციამ მოლენბეკის კომუნაში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ინციდენტი ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე გვიან საღამოს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა „ალაჰ აკბარის“ ყვირილით ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. სამხედრო პატრულმა ის ადგილზე მოკლა.