ფილიპინებში მძევალთა დრამა დასრულდა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სკოლაში აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ისლამისტები ქალაქ პიგკავაიანის ერთ-ერთ სკოლაში დღეს დილით შეიჭრნენ და ათობით მძევალი აიყვანეს, თუმცა სახელისუფლო ძალების გამოჩენის შემდეგ მძევლები გაათავისუფლეს.