„ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე ტერორისტულმა დაჯგუფებამ ფილიპინებში კოტაბატოს პროვინციის ერთ- ერთ სკოლაში მძევლები აიყვანა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მძევლებს შორის მოსწავლეები არ არიან. თვითმხილველების თქმით, ისმოდა სროლის ხმაც. სკოლამდე მისასვლელი გზა სამხედროებს აქვთ გადაკეტილი.