32 წლის ადამ ბ-მ, რომელიც პარიზში პოლიციის ფურგონს მანქანით შეეჯახა, თავდასხმამდე წერილი დატოვა, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს წინაშე ერთულების ფიცს დებს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია BMF TV ავრცელებს. წერილი სამართალდამცველებმა თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ინციდენტი 19 ივნისს ელისეს მინდვრებზე მოხდა. შეჯახების შედეგად თავდამსხმელის მანქანა დაიწვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიციამ მანქანაში იარაღი და გაზის ბალონი აღმოაჩინა.