განგაში ბრიუსელში. ქალაქის ცენტრალური ვაგზლიდან პერსონალისა და მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი შენობაში მომხდარი აფეთქება გახდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შაჰიდის ქამრიანი მამაკაცის ნეიტრალიზება მოახდინეს. ის უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.