ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავისაერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედებდა და არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავი ბალტიის ნეიტრალური წყლების არეალში გადაადგილდებოდა, რის გამოც მისი მიმართულებით სუ-27 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაიგზავნა. ინციდენტი ბალტიის ზღვის არეალში დღეს დილით მოხდა. ტელეკომპანია Fox News-ის ცნობით, რუსულმა სუ-27-მა ამერიკულ RC-135-ს 1,5 მეტრის მანძილზე ჩაუფრინა.