საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების უმაღლესი მუფთი გაანადგურა. თურქი ალ-ბენ-ალი ქალაქ მაიადინზე მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. ალ-ბენ-ალი უცხოელი მებრძოლების სელექციას კურირებდა და მსოფლიოში ტერორისტული აქტების პროვოცირებას ახდენდა. როგორც უმაღლესი სულიერი ლიდერი, ის ისლამური სახელმწიფოს მთავარი პროპაგანდისტი იყო და დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.