დონალდ ტრამპი პეტრო პოროშენკოს შეხვდა. თეთრ სახლის ლიდერმა უკრაინელ კოლეგას ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა. აშშ პრეზიდენტმა უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია უკრაინის პრეზიდენტის მიღება ვაშინგტონში. უკრაინა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი მიმდინარე პროცესებში. ჩემსა და ბატონ პოროშენკოს შორის ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, “ - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ.