საერთაშორისო კოალიციის ძალებმა სირიაში შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინაი ჩამოაგდეს. Shahed 129 ტიპის დრონი კოალიციის პოზიციებისკენ გადაადგილდებოდა, რის გამოც ის F-15 მოიერიშე თვითმფრინავმა გაანადგურა. ინციდენტი ატ-ტანფის რაიონში მოხდა, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები ამბოხებულთა რაზმებს წვრთნიან. 2 დღით ადრე კოალიციამ რაქასთან სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო.