პარიზელი თავდამხმელის ოჯახის წევრები დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. მანამდე პოლიციამ 31 წლის ადამ ძაზირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ოჯახის წევრები დაკითხეს და მისი ყოფილი ცოლი, მამა, ძმა და კიდევ ერთი ახლო ნათესავი დააპატიმრეს. ძაზირი ელისეის მინდვრებზე გუშინ საღამოს ავტომანქანით პოლიციის ფურგონს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მანქანაში პოლიციამ იარაღი და გაზის ბალონი აღმოაჩინა.