ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებუილ ამერიკელი სტუდენტი ოტო ფრედერიკ ვომბიერი გარდაიცვალა. ვაშინგტონი მომხდარში ფხენიანს ადანაშაულებს. ვომბიერი ფხენიანში 215 წლის 25 დეკემბერს ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩავიდა. 2016 წლის პირველ იანვარს ის უცხოელი ტურისტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გაკრული პოლიტიკური პლაკატის ჩამოხსნის გამო დააავეს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშულეს და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ფხენიანმა სტუდენტი შეერთებულ შტატება გადასცა, თუმცა ის კომაში იმყოფებოდა. ფხენიანი ირწმუნება, რომ სტუდენტს ბოტულიზმი სჭირდა.