ინციდენტი პარიზში. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ელისის მინდვრებზე ავტომობილი პოლიციის ფურგონს დაეჯახა. შედეგად, პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს, თუმცა საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ იარაღი აღმოუჩინეს. მომხდარის გამო სამართალდამცველებმა მარიის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე გამნაღმველებიც გამოჩდნენ. შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს გადაკეტილი.