საფრანგეთში პარლამენტში ქალები სარეკორდო რიცხვით შევლენ. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 223 ქალი მოხვდება. ისინი სადეპუტატო მანდატების 38 პროცენტს მიიღებენ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში გუშინ გაიმართა და მაკრონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. „წინ რესპუბლიკა“ პარლამენტში უმრავლესობით შევა.