პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე გამართულ ერთობლივ წვრთნებში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ. სწავლება ე.წ. სუვალის დერეფანში გაიმართა და მასში მონაწილეობა 1500-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მასში პოლონელი, ლიტველი და ხორვატი სამხედროები მონაწილეობენ. წვრთნები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება.