მადრიდის რეალის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს კლუბში დარჩენას ვერ აიძულებს. ფლორენტინო პერესის თქმით, გუნდის ინტერესები ყოველთვის კონკრეტული ფეხბურთელის ინტერესებზე მაღლა დგას.
მისივე თქმით, პორტუგალიელს ხელფასის მომატება სურს და ამის გამო კლუბს აშანტაჟებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდუს სამეფო კლუბის დატოვება სურს, 2 დღის წინ გავრცელდა.