კრიშტიანუ რონალდომ პირველი შეთავაზება მიიღო. პორტუგალიელ ფორვარდს ბერლინური ჰერტა ეპატიჟება.
„რონალდოს რეალიდან წასვლა სურს? ფული არ გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენთვის გალაქტიკური გამოწვევაა. ბერლინი შენ შვილივით შეგიყვარებს. გაინტერესებს, კრიშტიანო? „-ამ შინაარსის პოსტი ჰერტას ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდოს მადრიდის რეალის დატოვება სურს, დღეს გავრცელდა. პორტუგალიელის გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ ესპანეთის პროკურატურის ბრალდება გახდა, რომლის მიხედვითაც კრიშტიანო გადასახადებს მალავდა.