კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალს“ ტოვებს. ამის შესახებ პორტუგალიური ინტერნეტ-პორტალი abola.pt იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. რომელ კლუბში გააგრძელებს პორტუგალიელი ფორვარდი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.