უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 სეზონის საუკეთესო გოლი დაასახელა. ყველაზე ეფექტურად თურქული "ბეშიქთაშის" თავდამსხმელის, ჯენკ ტოსუნის მიერ პორტუგალიური "ბენფიკას" კარში გატანილი გოლი აღიარეს. 23 ნოემბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაში ტოსუნმა ულამაზესი გოლი გაიტანა. პორტუგალიელთა კარში მან 58-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით შეაგდო.