კლაუდიო რანიერი ნანტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შემდეგ ფრანგული კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება. 2015 წლიდან იტალიელი სპეციალისტი ინგლისურ „ლესტერს“ წვრთნიდა. მისი თავკაცობით ლესტერი, პირველად ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რანიერი კლუბიდან მარტში დაითხოვეს. იტალიელი "ნანტის" მთავრი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელ სერჟიუ კონსეისაუს ჩაანაცვლებს.