არგენტინის მეოთხე დივიზიონის კლუბის, „პასიფიკოს“ ფეხბურთლმა ფედერიკო ალიენდემ აღიარა, რომ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ნემსით ჩხვლეტდა. სკანდალური ინტერვიუ მან რადიოსადგურ „ვორტერიქსს“ მისცა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ ბინძურად უნდა გვეთამაშა და გადავწყვიტე მათი თავდამსხმელები ნემსით დამეჩხვლიტა,“-განაცხადა ალიენდემ.
ალიენდე ბინძური მეთოდების გამოყენებაში „ესტუდიანტესის“ ფეხბურთელმა ხუან ოტერომ დაადანაშაულა, რომელსაც მეტოქემ ნემსი თამაშისას 4-ჯერ უჩხვლიტა. მან მსაჯსაც მიმართა, თუმცა რეფერიმ მის პრეტენზიებს ყურადღება არ მიაქცია.
მომხდარს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა. ალიენდე შესაძლოა „პასიფიკოდან“ დაითხოვონ.