მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.
„არანაირი სქემა გადასახადების თავიდან არიდების არ არსებობს. მე ამით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული,“-აცხადებს პორტუგალიელი ფეხბურთელი.
რონალდოს ესპანეთის პროკურატურა 14,7 მილიონი ევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებს. უწყება განმარტავს, რომ გადასახადების თავიდან ასარიდებლად სპორტსმენი სპეციალურ სქემას იყენებდა.