საქართველოს კონსიტიტუციის 94-ე მუხლი მუხლი არ არის სრულყოფილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 94-ე მუხლი მნიშვნელოვანია და არწმუნებს ინვესტორებს, რომ გადასახადები არ გაიზრდება. მისივე განცხადებით, ის არ არის სრულყოფილი და გამონაკლისების მიმართულებით ბევრი ცვლილების გაკეთებაა შესაძლებელი.
„თუმცა, ამ მუხლს გააჩნია ჩანაწერი, რომელიც გადადის ორგანულ კანონზე, სადაც აღწერილია გამონაკლისები. მუხლი არ არის სრულყოფილი და გამონაკლისების მიმართულებით ბევრი ცვლილების გაკეთებაა შესაძლებელი.
ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ბიზნესკლიმატი მნიშვნელოვანია და მის გაუმჯობესებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამასთან, კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთადერთია, სადაც ასეთი მუხლია“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.