თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც დღეს არგენტინის ნაკრები დაამარცხეს.
პრემიერ-მინისტრი ქართველ და არგენტინელ ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა.
კვირიკაშვილმა არგენტინელ სპორტსმენებსაც გაესაუბრა და წარმატება უსურვა.
შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა მორაგბეებმა არგენტინელები ანგარიშით 26:25 დაამარცხეს.