საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. ქართველებმა არგენტინელები ერთქულიანი სხვაობით, 26:25 დაამარცხეს. ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა 52:26 დაამარცხა.