ესპანეთის პროკურატურა მადრიდის რეალის ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებს ბრალს. საუბარია 14,5 მილიონ ევროზე, რომლიც ფეხბურთელმა 2011-2014 წლებში დამალა. ამისთვის პორტუგალიელმა თაღლითური ბიზნეს-სტრუქტურა გამოიყენა. რონალდოს პროკურატურის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე ის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.