ჩეჩნეთის ომის დროს შეერთებული შტატები ტერორისტებს უჭერდა მხარს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ფილმის პირველი ნაწილი ტელეარხ შოუტაიმზე უკვე აჩვენეს. პუტინის თქმით, დოკუმენტალური მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ვაშინტონი ჩეჩენ ამბოხებულებს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა. კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფების შექმნა ამერიკის არასწორი პოლიტიკის შედეგია, რადგანაც ამერიკელები ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებს უჭერდნენ მხარს.