მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბარსელონას ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარია. ამის შესახებ სპორტული კვლელების საერთაშორისო ცენტრი იტყობინება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეიმარის ღირებულება დღეისათვის 210,7 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე ტოტენჰემის ფეხბურთელი დელე ალია (155,1 მილიონი ევრო), მესამე პოზიციას კი (153, 6 მილიონი ევრო) ასევე ტოტენჰემელი ჰარი ქეინი იკავებს. რეიტინგში მეოთხე ადგილზე ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესია (151,7 მილიონი ევრო). რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, პორტუგალიელი წელს ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგში 112,4 მილიონით მე-11 ადგილზეა.